მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, მაგრამ მსოფლიოს ეს არ ესმის“ - პოდოლიაკი

622235c11de07
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.22 20:04
2008
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი თვლის, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, მაგრამ მსოფლიოს ეს არ ესმის. ეს აზრი მან ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დღემდე არ ესმის, რომ 2022 წელს ასეთი მოვლენები შეიძლება მოხდეს.

„ისინი სხედან კაფეებში, რესტორნებში, მაგალითად ბრიუსელში, ამსტერდამში და ფიქრობენ, პირობითად - "ნეტფლიქსზე". ისინი ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ იყვნენ, რომ შეიძლებოდა შესულიყავი და ქალაქის ცენტრი დაგებომბა - დიდი ქალაქის, სადაც 3.5 მლნ ადამიანი ცხოვრობს. მათ ეს არ ესმოდათ. ფიქრობდნენ, რომ როგორც მას რუსები უწოდებენ - "დიდი სამამულო ომი", სინამდვილეში კი მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და ასეთი რამ აღარ განმეორდება. იქნება რაღაც ლოკალური კონფლიქტები, მაგრამ გლობალური კონფლიქტი არ იქნება. ახლა სწორედ გლობალური კონფლიქტია“, - განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

როგორც მიხეილ პოდოლიაკმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოება თვლის, რომ თუ ჩაერევა, მესამე მსოფლიო დაიწყება. „ის უკვე დაიწყო. ეს მესამე მსოფლიო ომის კონკრეტული გამოვლინებებია“, - აღნიშნა მან.

ამასთან, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორებს ჯერ ბოლომდე ვერ გაუგიათ, რომ დამპყრობლების ქმედება მსოფლიოს ტერორიზმის საფრთხეს უქმნიან. „იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ღამით ზაპოროჟიეს ატომური სადგური დაბომბეს, ეს უკვე ნონსენსია“, - თქვა პოდოლიაკმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები