მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" - დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ახალი სლოგანი წარადგინა

60f94a0c080a9
ინგა მურუსიძე
22.07.21 14:35
900
ჩვენი სლოგანი მომდევნო 4 წლის განმავლობაში იქნება „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ - ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა მომდევნო არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც სლოგანის პრეზენტაცია ონლაინ-კონფერენციაზე გამართა.

„მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, 24 საათის განმავლობაში ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე, მეტი მწვანე სივრცე, მეტი სპორტული მოედანი გავაჩინოთ ყველა უბანში. საჭიროა მეტი განახლებული ავტობუსები, მიკროავტობუსები მოძრაობდეს დედაქალაქში. მეტ სოციალურად დაუცველ ადამიანს უნდა დავეხმაროთ და დავუდგეთ გვერდით. ჩვენ მზად ვართ, გემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს“, - განაცხადა კალაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები