მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეტრო ჰოლდინგი" დაკავებულ ბიზნესმენთან - გალიფ ოზთურქთან - დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

62989d9e82bcc
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.22 15:09
4471
"მეტრო ჰოლდინგი" დაკავებულ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. განცხადების თანახმად, ბიზნესმენი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. განცხადების თანახმად, ოზთურქი იმედს გამოთქვამს, რომ არსებული გაუგებრობა უმოკლეს ვადებში დასრულდება. 

"მეტრო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გალიფ ოზთურქი 31 მაისს დააკავებს. დღეს მთავარმა პროკრატურამ განაცხადა, რომ დაკავებისას ბიზნესმენს 7.2 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი აღმოაჩნდა, რის გამოც მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარედგინა ბრალი. აღნიშნული მუხლი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ მუხლისთვის სასჯელი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა არის გათვალისწინებული.

"მეტრო ჰოლდინგი", საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ავრცელებს ბ/ნ გალიფ ოზთურქის პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

უმთავრესად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბ-ნ გალიფი უარყოფს წარდგენილ ბრალდებას და თავს სრულად უდანაშაულოდ მიიჩნევს, იგი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება შექმნილ გაუგებრობას.

ბ-ნ გალიფი მიმართავს ჰოლდინგის მმართველ გუნდს, მედია საშუალებებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა მომხდართან დაკავშირებით, ამ ვითარებაში, აუცილებელია, მაქსიმალურად შენარჩუნდეს სიმშვიდე, რათა ემოციური გადაწყვეტილებების ფონზე, უკიდურესად არ დაზიანეს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი, რადგან ეს ხელს შეუშლის საქართველოს შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას და აქ მაცხოვრებელი ადამიანების კეთილდღეობას.

„მეტრო ჰოლდინგი“ იმედს იტოვებს, რომ არსებული გაუგებრობა მალევე აღმოიფხვრება და მოგვეცემა შესაძლებლობა ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ საინვესტიციო საქმიანობა, ვინაიდან, ჩვენი ღრმა რწმენით: „ყველაზე მყარი კედლები ნასროლი ქვებით შენდება“- ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნესმენის წინააღმდეგ საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც იძიებს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას მოიცავს. ამ მხრივ ბიზნესმენს ჯერ ბრალი წარდგენილი არ აქვს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები