ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, გიორგი გელაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. BMG-ს უწყებაში ინფორმაცია დაუდასტურეს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
გიორგი გელაშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას, 2025 წლის აპრილიდან იკავებდა. მანამდე ის მუშაობდა საქართველოს სპორტის სამინისტროში. გელაშვილს წლების განმავლობაში ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები, როგორც სამართალდამცავ უწყებებში, ასევე კერძო სექტორში. ამასთან, მრავალი წლის მანძილზე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.
























