Bm.ge დაუკავშირდა ბათუმის მერიას და აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვა. თავის მხრივ, უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, რომ მშენებლობის შეჩერების მიზნით, კომპანიას ჯარიმები გამოუწერეს. გარდა ამისა, მერიაში განმარტავენ, რომ ჯარიმების გამოწერის და მათი გადაუხდელობის შემთხვევაში, საქმის სასამართლოში გაგზავნის მეტი ბერკეტი არ აქვთ:
„ყველაზე ფართომასშტაბიანი უკანონო მშენებლობა ბათუმში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის “მეტრო ტერმინალს” უკავშირდება, რომელიც გოგოლის ქუჩაზე 50,000 კვადრატული მეტრის ნაკვეთზე 7 კორპუსს აშენებს.
რაც შეხება უნებართვო მშენებლობების კუთხით ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოვლენილ ნაკლოვანებებს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გატარებულია და მიმდინარე ეტაპზეც ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები დაჯარიმების შესახებ დადგენილებების გამოტანის, შენობა-ნაგებობების მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის განხორციელების შესახებ. ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილია სააღსრულებო ფურცლები და გაგზავნილია აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროში.
მაგ: გოგოლის ქუჩაზე მეტრო ტერმინალის მიერ განხორციელებულ უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით, როგორც მშენებლობის დაწყების მომენტში, ასევე, მშენებლობის მიმდინარეობისას მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოტანილია არაერთი დადგენილება. აუდიტის პერიოდში ჯარიმის ოდენობა იყო 180 000 ლარი, ხოლო დღეისათვის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სულ გამოტანილია 49 დადგენილება "მეტრო ტერმინალის" მიმართ დაჯარიმების (ჯამში 246 000 ლარი), უნებართვო მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის განხორციელების თაობაზე“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
გარდა ამისა, ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში საკითხის კომენტირებისას bm.ge-ს უთხრეს, რომ ჯარიმების გამოწერის შემდეგ, საქმე გადაგზავნილია აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სასამართლოში.
„გამოიწერა დადგენილება მშენებლობის შეჩერებაზე, ხოლო დაუმორჩილებლობის შემდეგ საქმე გადაიგზავნა სასამართლოში. იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ გასცა დადგენილება, რომ მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო და ეს გადაწყვეტილება გადაგზავნა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, მშენებლობა არ შეჩერდა.
ეს ყველა პროცედურა უკვე გავლილია და საქმე მისულია როგორც აღსრულების ეროვნულ ბიურომდე, ისე საგამოძიებო ორგანოებამდე. როგორც აღმოჩნდა, კომპანიამ არ შეასრულა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ანუ საქმეზე უკვე იკვეთება სისხლის სამართლებრივი ნიშნები, რასაც საგამოძიებო ორგანოები სწავლობენ“, - ამბობენ მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურში.