ბათუმის მერიის თანამშრომლები ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან. განცხადებას ხელს 20-მდე ადამიანი აწერს.
"ჩვენ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.
ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.
ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, და ევროპული ღირებულებების ერთგულნი. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი.
განხცადებას ხელს აწერენ:1. ნინაკა ცინცაძე 2. მარიტა საგინაძე3. შორენა ფაღავა4. მარიამ დვალი5. ვერიკო ზაქარიაძე6. ხათუნა აბულაძე7. მაგდა შავიშვილი8. მარიანა ვარშანიძე9. მაია ჭყონია10. ლამზირა ბოლქვაძე11. მზია კახაძე12. თამრიკო ჯორბენაძე13. ელენა სურმანიძე14. სოფიკო გოგოლიშვილი15. რუსუდან კახიძე 16. შორენა ხარაზი 17. გია ტუღუში 18. ნანა ანთაძე 19. მაია ჩხაიძე.