ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ საქართველოში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანას ევროპული იდეოლოგიისგან აშორებს - ამის შესახებ მან პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“საქართველოში მიმდინარე მოვლენები სამწუხაროა. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანა ემიჯნება ევროპულ იდეოლოგიას, ეს ყველაფერი კი ხელს უშლის ქვეყნის შეუფერხებელ სვლას ევროინტეგრაციისკენ”, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ევროპელი ლიდერებისგან ამაზე რეაგირება აუცილებელია.