მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები უნდა მოწესრიგდეს, რაც იქ ხდება, მიუღებელია"

62722fb80c185
მარიამ იზორია
04.05.22 12:13
591
დედაქალაქის მერის განცხადებით გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება გრძელდება და ამ დროისთვის “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გარემოვაჭრეები ბაზრის შიდა ტერიტორიაზე არიან გადაყვანილები.

კახა კალაძის თქმით, შესაბამისი პროცედურები  მეტროსადგურების - „ახმეტელის თეატრისა“ და „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიებიდანაც მოხდება.

ამასთან, კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტი მუშაობს ჯიხურების საკითხზეც, რათა ისინი შესაბამის ტერიტორიებზე გადაიტანონ.

„თბილისში გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით, დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამჯერად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ხდებოდა გარე ვაჭრობა, რაც მიუღებელია. ამ ადამიანების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული. ეს ადამიანები ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადავიყვანეთ. ამაში ჩართული იყო გამგეობა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. ბაზრობის დირექციასთან ურთიერთშეთანხმებით, გაკეთდა შეღავათიანი პირობები გარე მოვაჭრეებისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ. ტერიტორია კი მოწესრიგდება, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული და დენდროლოგიური სამუშაოები უკვე დაწყებულია.

"შესაბამისი პროცედურები დაიწყო მეტროსადგურების - „ახმეტელის თეატრისა“ და „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიებზე. ასევე, გვაქვს კონკრეტული პრობლემა ჯიხურებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გვინდა, რომ მათი გადატანა მოხდეს ისეთ ადგილებზე, სადაც პრობლემას არ შექმნის, არც ვიზუალური, არც სატრანსპორტო თვალსაზრისით და არც ფეხით მოსიარულეებისთვის. მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები უნდა იყოს მოწესრიგებული, რადგან რაც დღეს იქ ხდება, მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები