მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მგონი, ძალიან კარგ ადგილზე ვარ“ - ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში დაბრუნებაზე

5ed4c93c86af6
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.20 13:29
834
მე მგონი, ძალიან კარგ ადგილზე ვარ. პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი სურვილი არ მაქვს“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას - მიიღო თუ არა პანდემიის პარალელურად მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით პოლიტიკაში დაბრუნების შეთავაზება და რას აპირებს თავად.

როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ერთიდაიგივე მდინარეში სამჯერ არ შედიან.

„არ ვიცი, რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია - მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ  შემოთავაზება იყო 2012-ში. არ გიმალავთ ჩემს ასაკს 69 წლის ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე განვლილი გზაა, დამთავრებულია.

ვცდილობ ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ და მაქვს ძალიან ბევრი გეგმა. ძალიან კარგი ახალგაზრდები იზრდებიან ჩვენთან, ვაძლევ მათ საშუალებას, რომ მეტად გაიზარდონ. ხომ ხედავთ რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰქონია სერიოზული მნიშვნელობა ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში... მე მგონი, ძალიან კარგ ადგილზე ვარ.  პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი სურვილი არ მაქვს. ერთიდაიგივე მდინარეში სამჯერ არ შედიან“, - განმარტა გამყრელიძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები