დიდთოვლობის გამო დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენის მიზნით, რაჭაში "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ კომპანია იტყობინება.
კომპანიის განცხადებით, მიუვალი ადგილების გამო, სპეცტექნიკას მუშაობა უჭირს, შესაბამისად, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს გადაადგილება უმეტეს შემთხვევაში ფეხით უწევთ, რაც მუშაობას აფერხებს, თუმცა, მეორე დღეა კომპანიის თანამშრომლები შეუსვენებლად განაგრძობენ აღდგენითი სამუშაოების წარმოებას.
"შედეგად, რაჭის მოსახლოების უმეტესობას, დაახლოებით 60%-ს, მათ შორის ამბროლაურის და ონის რაიონულ ცენტრებს მიეწოდება ელექტროენერგია.
დასახმარებლად ადგილზე ჩავიდნენ კომპანიის დამატებითი ბრიგადები, სამეგრელოდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან და მცხეთა-მთიანეთიდან", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.