მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მკაფიო უნდა იყოს საით მიდის ქვეყანა... ინერცია უნდა დავძლიოთ - პრემიერი

60d5bd2c32392
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.21 15:46
755
საქათველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ანგარიშისა და 10-წლიანი განვითარების გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა იცოდეს, საით მიდის და ამ პროცესში მას ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა უნდა გააჩნდეს, რათა პროცესები პროგნოზირებადი იყოს.

„საჭიროა, უფრო ენერგიული ნაბიჯები განვითარებისკენ. გვჭირდება განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მისიასთან დაახლოებას, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას. გრძელვადიანი გეგმა საჭიროა, რომ განვითარების პროცესები გავხადოთ პროგნოზირებადი, როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისა და ინვესტორებისთვის. ყველასთვის მკაფიო უნდა იყოს საით ვმოძრაობთ, საით მიდის ქვეყანა და საზოგადოება, რა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ხელისუფლების მუშაობა. ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ. უნდა დავსახოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალი ჰორიზონტი.

ზუსტად ამას გულისხმობდა ჩემი ინიციატივა განვითარების 10-წლიანი გეგმის შესახებ, რომლის კონტურებსაც ახლა წარმოგიდგენთ. გეგმა დასრულებულ სახეს შემოდგომაზე სექტემბრის ბოლომდე მიიღებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ პროცესში ყველა ჩაერთოს, როგორც პარლამენტი, ასევე არასამთავრობო სექტორი. ჩვენი უცხოელი პარტნიორები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, რომ ამ პროცესში ჩაერთონ, რათა მივიღოთ სრულყოფილი დოკუმენტი მივიღოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები