მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, 2017-18 წლებში ბიზნესში მილიარდი ლარი დარჩა"

5ef615708c57c
სალომე მეცხვარიშვილი
26.06.20 19:31
1270
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, 2017-2018 წლებში ბიზნეს სექტორში 1 მილიარდ ლარზე მეტი დარჩა. ამის შესახებ კოვზანაძემ პარლამენტში პრემიერის გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მან ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც ბოლო წლებში ჩატარდა და რომლებმაც, მისი შეფასებით, ეკონომიკის განვითარებას შეუწყო ხელი.

„მოგების გადასახადის ესტონური მოდელი - ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ამ რეფორმის განხორციელება. 2019 წელს კომიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 2017-2018 წლებში მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად ბიზნეს სექტორში დარჩა 1 მილიარდ ლარზე მეტი; ლიკვიდური აქტივების შედეგად, რომლებიც ბიზნესმა კომპანიის განსავითარებლად გამოიყენა, ხოლო 2017 წელს რეინვესტირების მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა 657 მილიონ დოლარს მიაღწია. 2018 წელი კი თითქმის 67%-ით მეტი იყო რეინვესტირების კუთხით, ვიდრე წინა წელი. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა დასაქმების მოცულობა და მოგების ზრდა“,- განაცხადა კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან საქართველოში მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ამოქმედდა, რომელიც ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები