ემირატებში ვიზიტის დროს, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ ძალიან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკების პირველი რაუნდი სექტემბერში, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
"როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაადასტურეს, მომავალი წლის დასაწყისში უკვე შესაძლებელი იქნება, მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ, ასეთი შეთანხმება გაფორმდეს ქვეყნებს შორის, რაც მოიცავს მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება, რომ წახალისდეს საქართველოში ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„ამ შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ წახალისდეს ინვესტიციები საქართველოში, რა თქმა უნდა, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ემირატები ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, 400 მილიარდიანი ეკონომიკაა, ეკონომიკა, რომელიც განიცდის ტრანსფორმაციას და უფრო და უფრო ინოვატორული ხდება. საქართველოც ძალიან დინამიკურად ვითარდება, და ვფიქრობ, რომ პოტენციალი ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა საკმაოდ დიდია და ამ შეთანხმების ფარგლებში ჩვენ მოვახერხებთ რეალური, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების დადებას, რაც წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას,“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
"საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს"
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დღეს დასრულდა. ის აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრმა აბდულა ბინ სულთან ბინ ავად ალ ნუაიმიმ გააცილა. მანამდე კი პრემიერი შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიციის მფლობელია. კერძოდ, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰიანს საქართველოში 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
როგორია საქართველოსა და UAE-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობა რიცხვებში?




























