მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებელი ახლა ფასზეა აქცენტირებული, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დაზოგოს" – „ფრესკო“

60cdc1bdcea06
მარიამ იზორია
19.06.21 18:40
753
„ფრესკოს“ გენერალური დირექტორი სოფიო კორძახია გადაცემა „ქალების ნარატივში“ აღნიშნავს, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ მომხმარებლის ქცევა საგრძნობლად არ შეცვლილა, თუმცა ლოქდაუნის დასაწყისში კონკრეტული მიდგომები გამოიკვეთა.

„მომხმარებელს პანდემიამდე რა საჭიროებებიც ჰქონდა, ახლაც იგივე საჭიროებები აქვს, თუმცა დასაწყისში გარკვეული ეიფორია იყო და ადამიანებს მომარაგებითი შესყიდვის მომენტი ჰქონდათ. ისინი კონკრეტულ პროდუქტებს დიდი რაოდენობით იმარაგებდნენ, ახლა უკვე ამ პერიოდმა გადაიარა და მომხმარებელი უკვე ფასზეა აქცენტირებული, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დაზოგოს და ეკონომია მაქსიმალურად გააკეთოს“, - განმარტავს სოფიო კორძახია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები