მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებელი დაბალფასიან ლუდზე გადავიდა" - “ნატახტარის” კორპორატიული დირექტორი

5fbe025ed55be
სალომე მეცხვარიშვილი
24.11.20 10:15
2245
"ლუდის ბაზარი არ შემცირებულა, უბრალოდ, მომხმარებელი დაბალფასიან პროდუქციაზე გადავიდა", - ამის შესახებ კომპანია “ნატახტარის” კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აცხადებს. როგორც ის bm.ge-ისთან ამბობს, რაოდენობრივად კომპანია იმავე მოცულობის ლუდს ყიდის, მაგრამ - დაბალი მარჟებით.

"პანდემიამ ჩვენს ბიზნესზეც იქონია გავლენა, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე სხვა ინდუსტრიებზე. ზოგადად, ბაზარი ლუდის ინდუსტრიაში არ შემცირებულა, თუმცა გადანაწილდა სხვადასხვა სეგმენტებში; მაგალითად, თუ შარშან ეკონომ სეგმენტი მთელი ბაზრის 5%-ს შეადგენდა, წელს ამ სეგმენტმა თითქმის 20% დაიჭირა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობაში შემოსავალი შემცირდა, ეს ბუნებრივი პროცესია", - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

რაც შეეხება გამაგრილებელი სასმელების სექტორს, აქ მთლიანად ინდუსტრიაში 20%-იანი კლებაა, რაც უპირველესად ტურიზმის და ჰორეკა სექტორის შეჩერებასთან არის კავშირში.

მისივე თქმით, კრიზისის მიუხედავად კომპანია “ნატახტარი” ცდილობს, გადაეწყოს ახალ რეალობაზე და თანამშრომლები არ გაათავისუფლოს. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე კომპანიას მსგავსი ნაბიჯები არც გადაუდგამს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები