მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოქალაქეების ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერანაირი ტურისტის ფასად ვერ დავაყენებთ"

5ee08b518c920
ინგა მურუსიძე
10.06.20 11:30
896
"შეიძლებოდა, ისრაელიდან 15 ივლისზე ადრე ჩამოგვეყვანა ტურისტები, თუმცა იქ ეპიდემიოლოგიური აფეთქება მოხდა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პირადად ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს "მწვანე დერეფნის" შესახებ და შეთანხმება თითქმის დასრულებული იყო, თუმცა ისრაელში ვითარება ერთი კვირის წინ დამძიმდა.

„ბოლომდე გვაქვს მიყვანილი ისრაელთან შეთანხმება, ხელმოწერის დონემდე ვართ მისული ტურისტების შემოყვანაზე. "მწვანე კორიდორი" პირველად გავაფორმეთ სწორედ ისრაელთან; პირადად ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და ყველაფერზე შეთანხმებული ვიყავით, პირველი ავიარეისები უნდა გაგვეშვა. ვთქვით, რომ 15 ივლისს უნდა მიგვეღო პირველი საერთაშორისო ტურისტი, მაგრამ ისრაელი იყო ქვეყანა, რომელთანაც შეიძლებოდა ეს უფრო ადრე გაგვეკეთებინა. ზუსტად ერთი კვირის წინ იქ ისეთი დაიწყო... უბრალოდ, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გადაჰყავთ კარანტინში. ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტურიზმიდან შემოსული ინფიცირება შეიძლება ქვეყანას იმდენი დაუჯდეს, რომ იმ ტურისტს არანაირი ფასი ექნება. ამიტომ აქ საჭიროა ფრთხილი, გონივრული, დაბალანსებული რისკები - ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ყველამ ერთად გავიაროთ სამშვიდობომდე ეს ყველაფერი. საქართველო ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები