მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, თავი პრემიერად წარადგინოს.

ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ facebook-ში დაწერა.

„მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს საკუთარი თავი პრემიერად.

ეს სამარცხვინო მდგომარეობა მისი პატარა, მშიშარა კლოუნების მონაწილეობით, რაც ყოველდღე სულ უფრო აზიანებს ჩვენს ქვეყანას, უნდა დასრულდეს“, - დაწერა მან.

ხვალიდან, „ქართული ოცნება“ პარლამენტში „რუსული კანონის“ პროექტის განხილვას იწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები