მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა" - Lumier's Chimney Cake-ი უკვე ქუთაისშიცაა

6228a3667f60a
მარიამ იზორია
10.03.22 09:00
2372
Lumier's Chimney Cake-მა ქუთაისში ფილიალი გახსნა. როგორც Lumier's Chimney Cake-ს დამფუძნებელი ემილ კურბანოვი bm.ge-სთან ამბობს, ახალ ობიექტში 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში კიდევ ერთ ფილიალს თბილისში, გლდანის რაიონში გახსნიან. ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის კი Lumier's Chimney Cake ბათუმშიც იქნება წარმოდგენილი.

“Lumier's Chimney Cake დედაქალაქს გასცდა და უკვე ქუთაისელი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია. მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა; ასეთ მაღალ მოთხოვნას არ ველოდით იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის გარეთ ბიზნესი კიდევ უფრო სხვა რისკებთან არის დაკავშირებული. თავიდან ვფიქრობდით, რამდენად გადაიხდიდა ქუთაისელი მომხმარებელი ჩვენს პროდუქტში ამ თანხას, თუმცა ჩვენდა გასაოცრად, მათი რაოდენობა არ მცირდება.

ახლა თბილისში კიდევ ერთ ობიექტზე ვმუშაობთ. ტურისტული სეზონისთვის კი გვინდა, ბათუმშიც ვიყოთ წარმოდგენილები”, - ამბობს Lumier's Chimney Cake-ს დამფუძნებელი.

ცნობისთვის: კომპანია, რომელიც ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა ამ დროისთვის 4 ობიექტს ფლობს და 20 ადამიანს ასაქმებს. Lumier's Chimney Cake მომხარებელს ჯამში 10 სხვადასხვა შიგთავსის ტკბილეულს სთავაზობს, რომლის ფასი შიგთავსის მიხედვით 7-11 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები