მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსგავსი გემოების და ინგრედიენტების პური ბაზარზე არ არის“ - პურის მწარმოებელი „ხახაბოს" განვითარების გეგმა

62a330a04c3c9
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.22 21:45
2281
საქართველოში სელის პურის წარმოება დაიწყო. მცენარეული ზეთების მწარმოებელი კომპანია „ხახაბო“ ბიზნესს პურის წარმოების მიმართულებითაც ავითარებს. 2 კვირაა „ხახაბოს“ Facebook-ის გვერდის საშუალებით მომხმარებელს 50% სელის, 40% ხორბლის ფქვილის და 10% გოგრის, შიის და სელის მარცვლებით წარმოებული პურის შეძენა შეუძლიათ.

„პურის წარმოება 6 000 ლარის ინვესტიციით წამოვიწყეთ და ჯერჯერობით 2 დღეში 100 პურს ვაწარმოებთ. 450 გრამიანი პურის ღირებულება დღეს 5 ლარია. მოთხოვნა მის მიმართ მზარდია და მუდმივი დამკვეთებიც გვყავს. ამ ეტაპზე მხოლოდ 200 პურის წარმოება შეგვიძლია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი გემოებით და ინგრედიენტების პური ბაზარზე არ არის“, - უთხრა BM.GE-ს „ხახაბოს“ დამფუძნებელმა.

ონლაინ გაყიდვების გარდა, კომპანიას „გუდვილში“, „ორ ნაბიჯსა“ და „უნივერსამში“ პურის შეტანაზე მოლაპარაკებები აქვს დაწყებული, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დღის წესრიგში წარმოების გაზრდის აუცილებლობა დადგება.

„იმისთვის, რომ დღიურად 800-900 სელის პური ვაწარმოოთ დამატებითი საცხობის შეძენა მოგვიწევს და ჯამში 50 000 ლარი დაგვჭირდება. ეს გეგმა რითეილ კომპანიებთან მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული“, - ამბობს გიორგი კვესელავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები