მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მშვენიერაძეების მარანის" ღვინო 2022 წლიდან ევროპის ბაზარზე გავა

61056b0899cef
თათია კაკიაშვილი
31.07.21 19:00
1414
„პანდემიამ ჩვენი ბიზნესის რიგ ფაქტორებზე გარკვეული გავლენა მოახდინა, მაგრამ მოსავლის და წარმოების ზრდის შენარჩუნებას მაინც ვახერხებთ“, - ამის შესახებ bm.ge-ის „მშვენიერაძეების მარანის“ თანადამფუძნებელმა გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა. 3 ბიძაშვილის მიერ გაშენებულ ვენახებში მოსავალი სარეალიზაციოდ 2019 წლიდან იკრიფება. მარანის პირველი მოსავლის 800 ბოთლი ნატურალური ღვინო ჩამოისხა, შემდეგ კი ეს რიცხვი 1500-მდე გაიზარდა.

„თავიდანვე ისე დავგეგმეთ, რომ ყოველწლიურად მოსავლის ზრდა გვქონოდა და ჩვენს ამ გეგმას მივყვებით“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ამ ეტაპზე „მშვენიერაძეების მარანის“ ღვინო ექსპორტზე აშშ-ში გადის, რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ღვინო რამდენიმე მარკეტშია წარმოდგენილი, ისიც იმიტომ რომ, გიორგი მშვენიერაძის თქმით, სასმელის დაგემოვნების შესაძლებლობა ადგილობრივ მომხმარებელსაც ჰქონდეს.

„მშვენიერაძეების მარანის“ ღვინოს ადგილობრივი მომხმარებელი შეხვდება „8000 მოსავალში“, „ჯინეოში“, „ნიუ ანდეგრაუნდში“, სალობიე „ბიაში“ და სხვადასხვა ადგილას. "სულ მალე რამდენიმე ახალ სარეალიზაციო ობიექტსაც დავამატებთ. სამომავლოდ საექსპორტო ბაზრების გაფართოებასაც ვაპირებთ. ღვინო 2022 წელს ევროპის ბაზარზეც გამოჩნდება’’, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

წელს აშშ-ში ღვინის დაახლოებით 500 ბოთლი გაიყიდა, თუმცა, მარანის თანადამფუძნებლის თქმით, მოთხოვნა უფრო მაღალია.

„სრულად წარმოებულ რაოდენობას მხოლოდ ამერიკაში არ ვყიდით, რადგან ჩვენი ინტერესია, ღვინო ქვეყნის შიგნითაც იყიდებოდეს. არსებული მდგომარეობით, ალბათ მომავალ წელს აშშ-ში რეალიზებული ბოთლების რაოდენობა 1400-მდე გაიზრდება“, - განაცხადა მშვენირაძემ.

კომპანიაში ამბობენ, რომ მოთხოვნა-მიწოდების დასაბალანსებლად, წარმოების ზრდა იგეგმება, თუმცა, გიორგი მშვენიერაძე მომხმარებელს ჰპირდება, რომ ეს მოსავლის და ღვინის ხარისხის გაუარესების ხარჯზე არ მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები