მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მსიამოვნებს, რომ პირბადის ტარების კულტურა მეტი და მეტია, მაგრამ მეტი გვინდა"

5f968b2917c21
ინგა მურუსიძე
26.10.20 12:45
667
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღავნელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამჟამად პირბადის ტარების მაჩვენებელი 60%-ზეა და თუკი ეს დონე 95%-მდე აიწევს, საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდება.

„პირბადის აუცილებელი ტარების მკაცრი რეკომენდაცია გაცემულია სამ დიდ ქალაქში. შოლტი არაფერს იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ გაიზრდება. მსიამოვნებს, რომ პირბადის ტარების კულტურა მეტი და მეტია, მაგრამ მეტი გვინდა. თუ ავალთ პირბადის ტარების მაჩვენებლით 95%-ზე, სერიოზულად შევამცირებთ ახალი ინფიცირებულების რიცხვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება სავალდებულოა; მკაცრი რეკომენდაცია მთავრობამ გასულ კვირას გასცა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები