მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსოფლიო გათამამდება, როდესაც დაინახავენ, რომ ფრენების განახლება რეალურია"

5eeb6d1543761
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.20 10:10
1701
ფასები დავტოვეთ იგივე, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში უსაფრთხოების ნაწილში ხარჯები გაიზარდა, - განუცხადა BM.GE-ს სასტუმრო „ადამოს“ მმართველმა მაია მახათაძემ.

მისი ინფორმაციით, სასტუმრო ყველა რეკომენდაციის დაცვით 15 ივნისიდან გაიხსნა და ის პანდემიის დროს საქართველოში დარჩენილი უცხოელი ვიზიტორების მიღებაზე იქნება ორიენტირებული.

„ფასები დავტოვეთ იგივე, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში უსაფრთხოების ნაწილში ხარჯები გაიზარდა. ვერაფრით ვერ მოხდება პროცესის დაძვრა მაღალი ფასებით, იმიტომ, რომ ყველას სჭირდება ამისთვის მომზადება. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი გაჩერებულია და უამრავ ადმიანს აქვს დაკარგული სამუშაო ადგილები, აქედან გამომდინარე აუცილებლად მოხდება ფასების ისეთ დონეზე შენარჩუნება, რომელიც ხელმისაწვდომობას არ გამორიცხავს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიებისთვის. საშუალოდ ნომრის ფასი 90-დან 120 დოლარამდე მერყეობს“, - უთხრა BM.GE-ს მაია მახათაძემ.

სასტუმროს პროექტების მენეჯერი ამბობს, რომ საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით პროცესი დაიძრა, თუმცა აქტივობა გაურკვეველი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ძალზედ დაბალია და პროგნოზების გაკეთება ჭირს.

„ჩვენ გვაქვს ჯავშნები, რომლებიც საერთაშორისო ტურისტებმა პანდემიამდე გააკეთეს და ჩვენ მათ შევთავაზეთ იგივე ტარიფის წლის ნებისმიერ სეზონზე შენარჩუნება.

ამავე დროს, ბოლო პერიოდში, გვეხმიანებიან ყაზახეთიდან და ბალტიისპირა ქვეყნებიდან. რამდენიმე ევროპული ქვეყნის მოთხოვნაც იყო ჯავშანზე, თუმცა მოთხოვნა ძალიან სუსტია. ამის შეფასება რთულია. მსოფლიო ალბათ გარკვეულწილად გათამამდება, როდესაც დაინახავენ, რომ ფრენების განახლება რეალურია“, - განაცხადა მაია მახათაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები