მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავრობა პოზიტიურ ნიშნებს უფრთხილდება" - იხსნება თუ - არა 24 დეკემბრიდან სავაჭრო ობიექტები?

5fd9c487100ca
ინგა მურუსიძე
16.12.20 12:32
1097
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უახლოეს დღეებში არასასურსათო სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, რათა 24 დეკემბრიდან შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობა განიხილოს. 

ეს განცხადება ნათია თურნავამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და თქვა, რომ მართალია, დაანონსებულია შეზღუდვების 24 დეკემბრიდან მოხსნა, თუმცა "ახლა ქვეყანაში სტაბილიზაციის ეტაპია და მთავრობა პირველ პოზიტიურ ნიშნებს უფრთხილდება".

„შეზღუდვების ფონზე მობილობა შემცირდა, სამედიცინო სექტორიც მშვიდად ემსახურება მოქალაქეებს. სწორედ აქედან გამომდინარე, პრემიერის დავალებით, უახლოეს დღეებში შევხვდებით არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებს და ვისაუბრებთ, თუ რა გარანტიები და მოსაზრებები არსებობს მათი მხრიდან, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება, რათა წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ამ დღეებში გვაქვს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

შეგახსენებთ: არსებული ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 3 იანვრის პერიოდში ქვეყანაში შეზღუდვები უნდა მოიხსნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები