მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"MVNO-ს საკითხზე მოლაპარაკებები უშედეგოდ გაჭიანურებულია" - უჩა სეთური

647c8cb251eaf
თინათინ ნატმელაძე
04.06.23 18:20
854
„მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, უჩა სეთურის ცნობით, მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) შესახებ მოლაპარაკებები საკმაოდ გაჭიანურებულია და შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაგვიანბულიცაა.

"MVNO-ს საკითხი არის გაჩერებული და ჩემი აზრით, ეს საკითხი უკვე დაგვიანებულია, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს კომისიის ჩარევა. მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა თუ ამას შედეგი არ მოაქვს, უბრალოდ გაჭიანურებული მოლაპრაკებებია. ბევრჯერ გადავწიეთ ეს საკითხი და შედეგად ვერაფერს ვიღებთ, ამ დროწს კი ეს მომხმარებლისთვის არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ დავნერგოთ. მესმის, რომ ბევრი გამოწვევა არსებობს - უსაფრთხოება, ქსელის დაცულობა და ასე შემდეგ, ამის მოგვარება კი თანამედროვე სამყაროში სრულიად შესაძლებელია", - აცხადებს უჩა სეთური "საქმის კურსის" ეთერში საუბრისას.

მისივე ცნობით, ქვეყანაში არსებობს ვირტუალური ოპერატორის დანერგვის მაგალითი, თუმცა მან სათანადო შედეგი ვერ გამოიღო.

"გვქონდა მაგალითი, როცა ერთ-ერთმა კომპანიამ დანერგა MVNO ოპერატორი, თუმცა მისი მთავარი ღირებულება ისაა, რომ არჩევს ნიშურ მომსახურებას, რომელიც მისი ძლიერი მხარეა და ფაქტია, რომ ეს ღირებულება მიღებული ვერ იქნა", - ამბობს "მცირე და საშუალო ტელკომ ოპერატორების ასოციაციის" ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები