"დიდი გულისტკივილით გიზიარებთ "მარგებელი ჰოლდინგის" დამფუძნებლის, გენერალური დირექტორისა და ჩვენი დიდი ოჯახისთვის უძვირფასესი ადამიანის, ავთანდილ სვიმონიშვილის, გარდაცვალების ამბავს.
ავთანდილ სვიმონიშვილი იყო გამორჩეული პიროვნება, რომლის განსაკუთრებულ სითბოს, სიყვარულსა და მხარდაჭერას კომპანიის დაარსების დღიდან ყველა ჩვენგანი გრძნობს.
ის არაფერს იშურებდა ჩვენი ოჯახის თითოეული წარმომადგენლისთვის და ყოველთვის ზრუნავდა კომპანიისა და თანამშრომლების განვითარებაზე.
ავთანდილ სვიმონიშვილთან ურთიერთობის შესაძლებლობამ, მისგან გაზიარებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ თითოეულ ჩვენგანზე დიდი გავლენა იქონია.
მას უდიდესი წვლილი მიუძღვის საკუთარი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. მისი, როგორც გამორჩეული პატრიოტის, გავლილი გზა კი ყველა ქართველისთვის მისაბაძი მაგალითია.
თანავუგრძნობთ ავთანდილ სვიმონიშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს", - წერს "მარგებელი ჰოლდინგი".
BMG "მარგებელი ჰოლდინგს" და ავთანდილ სვიმონიშვილის ოჯახს უსამძიმრებს.