მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნადი გრუპი" წელს ექსპორტზე ლოკოკინას გასამმაგებულ რაოდენობას გაიტანს

5f8affd93ebff
ელენე გოგბერაშვილი
17.10.20 20:00
1817

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში მდებარე ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ წელს ექსპორტზე 45 ტონა ლოკოკინას გაიტანს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი bm.ge-თან აცხადებს, ამ ეტაპზე მოსავლის აღება მიმდინარეობს, რომელიც ერთ თვეში დასრულდება, მიღებული პროდუქტიდან 45 ტონა კი იტალიაში ექსპორტზე გავა, დარჩენილი ნაწილი კი შიდა ბაზარზე სანაშენედ გამოსაყენებლად დარჩება.

როგორ მერაბ ნადარაია აცხადებს, გასულ წელს 15 ტონა ლოკოკინას ექსპორტი განხორციელდა იტალიაში, წელს კი ეს რაოდენობა გასამმაგდება. მომავალ წელს კი კომპანიას ექსპორტის 100 ტონამდე ზრდა აქვს დაგეგმილი. ამის საშუალებას კი მათი მხარდაჭერით 15-მდე ფერმის გაზრდილი წარმადობა იძლევა.

კომპანიას ნახევარფაბრიკატების საწარმოს მშენებლობის გეგმაც აქვს, თუმცა ეს პროცესი პანდემიამ შეაფერხა. როგორც ნადარაია ამბობს, შეზღუდვების გამო ქვეყანაში ვერ ჩამოვიდნენ მათი იტალიელი პარტნიორები, თუმცა პროექტისთვის საჭირო სახსრები უკვე მოძიებული აქვთ. საჭირო ინვესტიცია 2 მლნ ევროს შეადგენს.

ქარხანაში ლოკოკინას ხორცის, ლორწოს და ლოკოკინას გადამუშავებით მიღებული პროდუქტების წარმოება იგეგმება, რომელიც ასევე საექსპორტოდ იქნება გათვლილი.

კომპანიის თქმით, ლოკოკინას ექსპორტი შეუფერხებლად ხორციელდება და მისი სარეალიზაციო ფასიც არ შეცვლილა. ქართული ლოკონიკა იტალიაში 3-5 ევრომდე ღირს.

ლოკოკინების ფერმა ხობში 2017 წელს აშენდა და მასზე 1,8 მლნ ლარის ინვესტიცია დაიხარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები