მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენამ" 700 000 ლარის ინვესტიციით ახალი პრემიუმ ხაზი გამოუშვა

61c5adf967d14
მარიამ იზორია
25.12.21 21:35
2333
კომპანია "ნენამ" მურაბების, კომპოტებისა და ჯემების ახალი პრემიუმ ხაზი "ნენა გურმე" გამოუშვა. როგორც bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, "ნენამ" ახალი პრემიუმ ხაზისთვის 700 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

"კომპანიის განახლებულ ასორტიმენტში 7 სახეობის ხილის ნაწარმია წარმოდგენილი, მათ შორის არის ჟოლო, გარგარი, მაყვალი, მარწყვი, ლეღვი, ალუბალი და თეთრი ბალი. "ნენა გურმეს" შეძენა, როგორც მსხვილ მარკეტებში, ასევე ქსელურ სუპერმარკეტებსა და კომპანიის საფირმო მაღაზიებშია შესაძლებელი", - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.

ქართულ ბაზარზე "ნენა" 2015 წელს, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც 2014 წელს KTW ჯგუფმა ახალი მიმართულებით ინვესტიცია განახორციელა და სახელმწიფოს მხარდაჭერით, გურიისა და აჭარის მაღალმთიან რეგიონში 2 ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. "ნენა" ჯამში, 10 დასახელების პროდუქციას აერთიანებს, მათ შორის: კომპოტებს, ჯემებს, თაფლს, მურაბებს, საწებლებსა და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები