მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნიღბები ჩამოხსნილია“ - პოდოლიაკის შეფასება ხარკოვის და სხვა ქალაქების დაბომბვაზე

621df3d52c45f
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.22 14:25
646
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველ მიხეილ პოდოლიაკის განცხადებით, დღეისთვის რუსეთის მიზანს მასობრივი პანიკის დათესვა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის განადგურება წარმოადგენს. ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა. მისი თქმით, უკრაინა ღირსეულად იბრძვის.

„ნიღბები საბოლოოდ ჩამოხსნილია. რუსეთის ფედერაცია ქალაქების ცენტრებში, საცხოვრებელ უბნებსა და ხელისუფლების ადმინისტრაციულ შენობებზე პირდაპირ სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს ახორციელებს. მიზანი მასობრივი პანიკა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის განადგურებაა“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: დღეს დილიდან ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის შენობას რუსმა სამხედროებმა რაკეტები დაუშინეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 20 ადამიანი და განადგურებულია ადმინისტრაციის შენობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები