მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“ - დავით სონღულაშვილი ფასების კონტროლზე

643d489a5d33b
მარიამ იზორია
17.04.23 19:25
798
ISETსურსათზე ფასების შემცირების მიზნით, მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ თებერვალში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ახალი კანონპროექტის შემუშავება დაევალა, რომლის მიზანია სურსათის ფასების ხელოვნურად დარეგულირება. მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტი მუშავდება ევროკავშირის 2019 წლის 633-ე დირექტივის შესაბამისად, რომელიც ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აღნიშნულმა კანონმა კი მოგების მარჟისა და ფასების შემცირება უნდა გამოიწვიოს. ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოს მთავრობის ეს ინიციატივა ევროკავშირის დირექტივას შეადარა.

რას მოიტანს ფასების პირდაპირი თუ ირიბი კონტროლი? - ეს იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემა “წერტილში” ისაუბრა.

დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა რეგიონში არსებულმა მდგომარეობამ შექმნა აუცილებლობა იმისა, რომ სახელმწიფო უფრო ყურადღებით ყოფილიყო.

“დღევანდელი რეგიონული გამოწვევა, რაც არსებობს მოითხოვს უფრო მეტ დაკვირივებას. რეგიონში არსებულმა მოვლენებმა რეგიონი გახადა უფრო ცვალებადი. ამიტომ რაღაც ნაწილში დღეს ეს ყველაფერი უსაფრთოების დონეზე გადის, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო უფრო ყურადღებიანი იყოს.

ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, თუმცა რაღაც მომენტში სახელმწიფოს დღევანდელი გარემოდან გამომიდნარე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, უფრო მეტად ყურადღებით იყოს და შესაბამისი ინსტრუმენეტნი არსბობდეს, რომლითაც ამა თუ იმ პროდუქტზე გავლენას მოახდენს” - აცხადებს სონღულაშვილი.


 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები