მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუთუ არ შეიძლება 400 მოსამართლე გადავამზადოთ და სასამართლო წნეხისგან გავათავისუფლოთ?!“

602fb61ca8ef3
ვიქტორია მღებრიშვილი
21.02.21 23:20
984
„დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიქცეს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებების და კანონის უზენაესობის მიმართ სასამართლო და საბრალდებო სისტემების პოლიტიკური მიკერძოებულობისგან თავისუფლების უზრუნველყოფით“, - ეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადებიდან ამონარიდია, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმულია საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის ერთ-ერთი ფაქტორი გაუმართავი სასამართლო სისტემაა. აღნიშნულ საკითხზე საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა სანდრო ჭუმბურიძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემის რეფორმირებას ქვეყანა დასავლელი პარტნიორების ხელშეწყობით შეძლებს.

„თუ მართლა გვინდა, რომ რაღაც გავაკეთოთ, სასამართლო რეფორმის ჩატარება ძალიან მარტივი გადასაწყვეტია. 1 – 1.5 წელიწადში შესაძლებელია სასამართლოს სრული რეფორმირება და ჩვენ გვყავს ახალგაზრდები, ვინც იურისპრუდენციაში გარკვეულია. შეგვიძლია ისინი ევროკავშირის დახმარებით გადავამზადოთ და ჩვენ არც ერთი თეთრის დახარჯვა არ დაგვჭირდება თუ მთავრობა ეფექტურად იმოქმედებს და ამ ხალხს გადამზადების კურსებზე გაგზავნის. ნუთუ არ შეიძლება 390 – 400 მოსამართლე ამ ეტაპზე გადავამზადოთ და სასამართლო გავათავისუფლოთ ყველანაირი წნეხისგან?! ეს ქვეყნის განვითარების ერთადერთი ნორმალური გზაა. დამოუკიდებელი სასამართლო, როგორც წინა ხელისუფლებისთვის, ასევე, მოქმედი და მომავალი ხელისუფლებისთვის იმის გარანტია, რომ ქვეყანაში იმოქმედონ კანონის მიხედვით, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო შიდა განვითარების პროცესს ყოველთვის იდეალურად ალაგებს. ტოტალური უპასუხისმგებლობაა ყველგან. აგოს პასუხი ვინმემ თუნდაც ქვეყნის განვითარებაზე. უნდა დავამკვიდროთ საზოგადოებაში თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია და თავისუფალი არჩევნები“, - განაცხადა სანდრო ჭუმბურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები