მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!"- პრეზიდენტი

64706a77ed0db
ინგა მურუსიძე
26.05.23 12:12
955
მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს, მე როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების საჩუქარი. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა, მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მთავრობა ევროპისა და ამერიკისადმი გაჟღერებული ბრალდებებისთვის გააკრიტიკა.

„გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, გარყვნილებას და მაინც საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ.

უნდა დავიბრუნოთ მომავლის იმედი, სიძულვილის ენა უნდა შეიცვალოს, ეს სახელმწიფოს ასუსტებს“, - თქვა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები