რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა ენუქიძეს covid-19 დაუდასტურდა. ენუქიძე ინფორმაციას სოციალურ ქსელ facebook-ში ავრცელებს.
„დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმელებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია.
მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას“, - ამბობს გოჩა ენუქიძე.
როგორც დეპუტატის faacebook-გვერდიდან ირკვევა, ენუქიძეს ბოლოს 23 ოქტომბერს ონში, სოფელ ღების მოსახლეობასთან ჰქონდა შეხვედრა.