სადგურის მოედანის მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალის" ქვედა სართულზე არსებული “ოქროს ბირჟა” დროებით დაიხურა. როგორც bm.ge–ს ბაზრობის დირექტორმა ეთერ ყიფიანმა განუცხადა, კორონავირუსი დაუდასტურდა 40–მდე მოვაჭრეს, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ობიექტი დროებით დაიხუროს.
მისი განმარტებით, ბირჟა “ოქროს სამყარო” მუშაობას 1 თებერვლიდან გააგრძელებს.
ეთერ ყიფიანი ამბობს, რომ ობიექტზე მომუშვე პირები 2 კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას გადიან, კორონა ვირუსის გავრცელება სწორედ ბოლო ტესტირების დროს გამოვლინდა.
ეთერ ყიფიანი იმედოვნებს, რომ 8–დღიანი შესვენება, ხელს შეუშლის ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას.