მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიამ შეგვაჩერა... ძალიან გვინდა, ჩვენი შოურუმი ავეჯით ავავსოთ" - Ivy Design

6370d24a4f0b4
თინათინ ნათმელაძე
13.11.22 15:46
491
წლების წინ, ორი მეგობრის გასართობი საქმიანობა ბიზნესად იქცა; დღემდე ორნი არიან. თბილისში, მცხეთის ქუჩაზე სახელოსნო აქვთ და სახლის ვინტაჟურ აქსესუარებსა და ავჯეს სწორედ იქ ქმნიან - მონდომებით, გემოვნებით და მიზნით, რომ ერთ დღეს თავიანთი შოურუმი მრავალფეროვანი ავეჯით აავსონ.

მაშკა დავლიანიძე გვიყვება, რომ ყველაფერი 200 დოლარით დაიწყეს, შემდეგ, ეტაპობრივად, საჭირო აპარატურაც შეიძინეს, შემოსულ თანხას კი კვლავ წარმოებაში დებდნენ - ასე შეიქმნა "Ivy Design", რომელიც უკვე 8 წელია თბილისელებს ვინტაჟური აქსესუარებით ამარაგებს.

"უკვე მერვე წელია, რაც ვინტაჟურ ავეჯს და სახლის აქსესუარებს ვაწარმოებთ, ეს სკამოდ რთული პროცესია; ჩვენი ტექნოლოგია ძვირადღირებულია და ერთი ნივთის გაკეთებას 2-3 კვირა სჭირდება, თუმცა მთავარი მონდომება და გემოვნებაა, ამ საქმიანობის დასაწყებად დიდი თანხის ჩადება არაა საჭირო, უბრალოდ, უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. მე და ჩემმა მეგობარმა 200 დოლარით დავიწყეთ ეს საქმე, შემდეგ აღებულ თანხას უკან ვაბრუნებდით, შევიძინეთ საჭირო აპარატურა და ამჟამად სახელოსნოც გვაქვს, სადაც ისევ ორნი ვმუშაობთ“, - უყვება BM.GE-ს "აივი დიზაინის" თანადამფუძნებელი.

დაინტერსება დიდია, ამბობენ, რომ გაუმართლათ, რადგან მოახერხეს და თბილისის ქუჩის მარკეტში პირველივე დღიდან მონაწილეობენ, ასევე ეთნო ფესტივალზეც და აქვთ ისეთი სივრცე, სადაც საკუთარ პროდუქციას წარმოაჩენენ.

"პირველივე დღიდან ვმონაწილეობთ თბილისი ქუჩის მარკეტში, რომელიც შაბათ-კვირას იმართება, ასევე ჩართულები ვართ ეთნო ფესტივალშიც და საერთო ჯამში, გვაქვს სივრცე, საიდანაც ჩვენმა მომხმარებლებმა გაგვიცნეს, ადგილზე თითქმის ყველაფერი იყიდება და შემდეგ შეკვეთებსაც გვაძლევენ, ვფიქრობთ, რომ გაგვიმართლა, რადგან ჩვენ მსგავსად ბევრი ადამიანი აწარმოებს პროდუქციას, მაგრამ არ აქვთ იმის საშუალება, რომ ეს ნაწარმი წარმოაჩინონ და ხალხს გააცნონ.

ექსპორტზე გასვლა ძალიან გვჭირდება, თუმცა როდესაც მეწარმე ხარ, არ გრჩება დრო, რომ ამაზეც იმუშაო და იფიქრო, თანაც საექსპორტო ბაზარს სპეციალური ცოდნა სჭირდება“, - ამბობს მაშკა დავლიანიძე.

მომხმარებლის ნდომა მოიპოვეს, თუმცა თვლიან, რომ დროა, მარკეტინგული კამპანიების დახმარებით მათი რაოდენობა გაზარდონ და დამატებითი კადრებიც დაიქირაონ, რადგან გაზრდილ მოთხოვნას მხოლოდ ორი ადამიანი ვეღარ დააკმაყოფილებს; მთავარი მიზანი კი, „შოურუმის სხვადასხვა ავეჯით ავსებაა“.

ამასთან, მაშკა დავლიანიძე სირთულეებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მთავარი გამოწვევა პანდემია აღმოჩნდა, ამ დროს შეკვეთები მთლიანად შეწყდა, რამაც უკან დახიათ და პროდუქციის რაოდენობაც შეუმცირდათ.

თანადამფუძნებლის ცნობითვე, მაქსიმალურად ცდილობენ, პროდუქციაზე ფასი არ გაზარდონ. აქსესუარების ფასი 10-60 ლარის ფარგლებში მერყეობს, ‘’აივი დიზაიანის’’ წარმოებული ავეჯი კი, ამჟამად 800-1200 ლარი ღირს.