მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პარმამ" მამაკაცის სპორტული ტანისამოსის წარმოება დაიწყო

626aa26d435cf
მარიამ იზორია
01.05.22 16:43
1240

ჩანთების მწარმოებელმა ბრენდმა „პარმამ“ მამაკაცის სპორტული ტანისამოსის ხაზის წარმოება დაიწყო. 

როგორც bm.ge-სთან "პარმა სპორტის"დამფუძნებელი მარიამ გოგსაძემ აღნიშნავს, ახალი პროდუქცია სულ ორი დღეა, რაც გაყიდვაში ჩაეშვა. მისივე თქმით, მამაკაცის სპორტული ტანსაცმლის ხაზი ერთ სეტს აერთიანებს, რომელიც მაისურს, შარვალს და მოსაცმელს მოიცავს და მისი ღირებულება 250 ლარია. "პარმა სპორტის" შეძენა ამ დროისთვის ონლაინ პლატფორმა Shopshop.ge-ზეა შესაძლებელი. სამომავლოდ სპორტული ტანისამოსის მიმართულებით ასორტიმენტის გაზრდაც იგეგმება. 

“პარმა სპორტის" შექმნის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ჩემი მეგობრისთვის საჩუქარს ვარჩევდი. ბევრი სტილის სპორტული სამოსი ვნახე, თუმცა ისეთი, როგორსაც ვეძებდი არსად იყო. ამასთან, მინდოდა პროდუქტი აუცილებლად ქართული ყოფილიყო. ვიფიქრე, ასეთი ტანსაცმელი თავად შემექმნა. სანამ პირველი მოდელი გაყიდვაში ჩაეშევბოდა, ვტესტავდით ნაჭრებს, რამდენიმე დიზაინს, როგორი იქნებოდა “პარმა სპორტი” გამოყენებაში. საბოლოოდ, ერთ დიზაინზე შევჯერდით.

ამ დროისთვის ერთი სეტი გვაქვს, რომელიც მაისურს, მოსაცმელს და შარვალს აერთიანებს. ფასი კი 250 ლარია. “პარმა სპორტი” ბაზარზე არსებული სხვა სპორტული ტანსაცმლისგან განსხვავდება, ეს არის სპორტულისა და კლასიკურის შუამავალი სტილი. სამომავლოდ ექსპორტსაც განვიხილავთ, თუმცა ახლა მთლიანად ახალი დიზაინების დამატებაზე ვართ ფოკუსირებულები”, - ამბობს “პარმას” დამფუძნებელი.

ცნობისთვის: ჩანთების მწარმოებელი ბრენდი “პარმა” ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა. "პარმას" ხელნაკეთი ჩანთების ღირებულება 59 ლარია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები