მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრემიერის დავალებით შევისწავლეთ, ლიცენზიის დარღვევის გამო კომპანიამ მანგანუმის მოპოვება შეაჩერა"- სააგენტო

61fff11194a4b
BM.GE
06.02.22 19:51
7040
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ დღეს ონის რაიონში მანგამუნის მოპოვების ლიცენზიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეისწავლეს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში კომპანიების შპს "ტექნოლოჯი 2021"-ისა და შპს "მნ ნორთი" -ს საქმიანობა, რის შედეგადაც შპს "ტექნოლოჯი 2021"-ის მიერ ლიცენზიის დარღვევა გამოავლინეს. 

"გამოვლენილ დარღვევებზე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ონის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიცენზიანტისთვის გონივრული ვადის მიცემა სალიცენზიო პირობების დასაცავად და ჯარიმის დაკისრება. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.

ამასთან, წიაღით შესაძლო უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით, 2021 წლის 22 ნოემბერს საქმის მასალები, კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. დღეის მდგომარეობით, შპს „ტექნოლოგი 2021“ - ისთვის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეჩერებულია.

გარდა ამისა, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე აღარ გაიცემა,"- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

შპს "ტექნოლოჯი 2021"-ს შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 2021 წლის 9 ივლისს მიენიჭა. ეს ლიცენზია ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულმა სააგენტომ გასცა და მას ხელს სააგენტოს უფროსი ოთარ დანელია აწერს. "ტექნოლოჯი 2021" 2021 წლის 5 ივლისს, ანუ ლიცენზიის მოპოვებამდე 4 დღით ადრე დაფუძნდა. კომპანიის 66.5%-იან წილს გიორგი ჟამუტაშვილი და გრიგოლ ხიჯაკაძე (23.5%) ფლობენ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები