მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრიორიტეტად დავისახეთ ტურიზმის კანონპროექტზე მუშაობა" - რაზე ისაუბრა ტურიზმის სექტორმა პრემიერთან?

5f94196d52b4b
BM.GE
24.10.20 16:06
2515
„პრიორიტეტად დავისახეთ ტურიზმის კანონპროექტზე მუშაობა, რომლის განახლებულ ვერსიასაც მალე იხილავთ,- ამის შესახებ „ტურიზმის ალიანსის" წარმომადგენელმა თამუნა თანდაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ სისტემური „ლოქდაუნი“ არ იგეგმება ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

“კანონპროექტი მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც ასე აქტუალურად დავინახეთ კრიზისულ სიტუაციაში. კარგი სიახლე არის ის, რომ სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება, ჩვენი ინდუსტრიისთვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ასევე, ამ ალიანსში გაერთიანებულია ტურიზმის სფეროს თითქმის ყველა წარმომადგენელი ასოციაცია და 5 000-ზე მეტი ადამიანი, შესაბამისად, ის ინსტრუმენტები რაც აქვს ალიანსს ჩვენ შევთავაზეთ ბატონ პრემიერ-მინისტრს რომ შესაძლებელია, იყოს გამოყენებული სახელმწიფოს ინტერესებისათვის.

ბუნებრივია, სახელმწიფოს რესურსები არ არის შეუზღუდავი და დახმარების ის პაკეტები, რომლებიც სხვადასხვა სფეროზეა გათვალისწინებული, პრიორიტეტულად მათ შორის „ჰორეკა სექტორსა“ და ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე იქნება გათვალისწინებული, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ შეუზღუდავი და ულიმიტო არ არის ეს რესურსები, აქედან გამომდინარე ჩვენ, ჩვენი ძალებით, კომპეტენციის ფარგლებში, მზად ვართ, რომ ახალი სერვისების პროდუქტების შესაქმნელად ახლავე დავიწყოთ მუშაობა, რათა როდესაც დასრულდება და დიდი იმედი მაქვს, სწრაფად დასრულდება კრიზისული სიტუაცია, სწრაფად ჩავერთოთ განახლებული ტურისტული მიმართულებების განვითარებაში, ზოგადად ტურიზმის განვითარებაში და მაქსიმალურად ვეცადოთ ინდუსტრიისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები.

ის საგადასახადო შეღავათები, რომელსაც ინდუსტრია ითხოვს, გავაჟღერეთ შეხვედრაზე და მივიღეთ პირობა, რომ განხილული იქნება და ეტაპობრივად შევეცდებით, რომ მივიღოთ ის სარგებელი, რაც ინდუსტრიას ასე სჭირდება, განსაკუთრებით, ტურისტული კომპანიების სეგმენტში, რომლებმაც უნდა ისარგებლონ იმ დახმარების სუბსიდიის პაკეტით, რაც გათვალისწინებულია საბანკო პროცენტებთან მიმართებაში, ვინაიდან, ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრები არიან, IATA-ს ტურისტულ კომპანიებზეა საუბარი და ადმინისტრაციული თვალსაზრისით უფრო სწრაფად რომ მოხდეს მათთვის ამ შეღავათების ამოქმედება,“- განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები