მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროფესიული განათლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება"

611b9f4649550
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 16:03
796
პროფესიული განათლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელვაჩაურში მერობის კანდიდატის წარდგენისას გააკეთა. 

მისი თქმით, ამისთვის თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნება პროფესიული სასწავლებელი.

„ყველა პროგრამა, სოფლის მეურნეობაში, ადგილობრივ წარმოებაში თუ სხვა, საჭიროებს განათლებულ, კვალიფიციურ მუშახელს, ამიტომ თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნება პროფესიული სასწავლებელი, სადაც ჩვენ მოვიყვანთ მაღალკვალიფიციურ, მათ შორის უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც გადაამზადებენ ჩვენს მოქალაქეებს, ასწავლიან, დაატრენინგებენ და შემდგომ ისინი ცოდნას და კვალიფიკაციას ჩვენს მოსახლეობას გადასცემენ“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები