მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ავეჯის ბაზარზე თურქული კომპანიების რაოდენობა იზრდება"

624561a0ed959
თათია ჩაფიჩაძე
01.04.22 09:00
970
ქართული ავეჯის ბაზარზე თურქული კომპანიების რაოდენობა იზრდება. ბაზრის მოთამაშეები აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბაზარი თურქული წარმოებისთვის მიმზიდველი ნაკლები ლოჯისტიკური დანახარჯების გამოა. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ლეთა“, რომელიც რითეილ სექტორს ემსახურება.

კომპანიის მმართველი პარტნიორი ნატა ნოღაიდელი ამბობს, რომ ხარისხი ევროპულ სტანდარტს შეესაბამება, ფასი კი 30%-მდე დაბალია.

„პანდემიამ დიდი ზეგავლენა იქონია და ჩვენ გვიწევს ფეხი ავუწყოთ და ადაპტირებულები ვიყოთ ბაზრის მოთხოვნებზე. ავეჯის ინდუსტრიის ბაზარი არცთუ ისე გაჯერებულია მოთამაშეებით. ჩვენ სერვისის სრული სპექტრი გვაქვს, ვემსახურებით რითეილ სექტორს რესტორნებს, სასტუმროებს და მოლოდინი გვაქვს, რომ ტურიზმის გაზრდილი რაოდენობის ფონზე მომავალში გაყიდვების მაჩვენებლები უფრო მეტად გაიზრდება.

თურქული ბრენდი და კონკრეტულად „ლეთა“ პასუხობს სამ მთავარ მოთხოვნას: საუკეთესო ფასი, ხარისხი და სერვისი. ნაწარმი შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტთან, მარტივია ლოჯისტიკა და ფასი პრემიუმ კლასის ავეჯზე 20-30%-ით უფრო ნაკლებია, რაც ქმნის საინტერესო და კონკურენტუნარიან პროდუქციას. მიმდინარე მოვლენების მიუხედავად ფასების ნაწილში ვცდილობთ შევინარჩუნოთ სტაბილურობა“ - განაცხადა ნატა ნოღაიდელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები