მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული თაფლის მიმართ დიდი დაინტერესებაა" - ‘’ზზიპ’’-მა პროდუქტი დუბაიში გაიტანა

6359296b459d9
თინათინ ნატმელაძე
29.10.22 10:12
824
თაფლის მწარმოებელმა კომპანია "ზზიპ"-მა, პროდუქციის საცდელი რაოდენობა ექსპორტზე დუბაიში გაგზავნა, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ლუკა სულაბერიძემ BM.GE-სთან განაცხადა.

სულაბერიძის თქმით, ახლო აღმოსავლეთში ქართული თაფლის მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა, ამიტომ ოპერირებას სწორედ ამ ქვეყნებში გეგმავენ.

"გუშინ გავაგზავნეთ პირველი საცდელი რაოდენობის თაფლი ემირატებში, კერძოდ დუბაიში. ემირატებში პროდუქციის გასატანად კონკრეტული სერტიფიკატია საჭირო, რომელიც ჩვენმა თაფლმა მოიპოვა და ბაზარზე შესვლა წარმატებით მოახერხა.

ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში ქართული თაფლის მიმართ დიდი დაინტერესებაა, მოგეხსენებათ, ეს ქვეყნები ნატურალურ თაფლს ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებენ, შესაბამისად ცდილობენ, რომ ჩვენთან ისეთი კომპანიები აღმოაჩინონ, რომლებიც მათთვის თაფლის მიწოდებას შეძლებენ", - განაცხადა ლუკა სულაბერიძემ.

"ზზიპ"-ის დირექტორი სამომავლო გეგმებზე საუბრისას BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ ემირატებში ფრენჩაიზინგით, კომპანიის მაღაზიის გახსნაც იგეგმება. მისივე თქმით, ამ საკითხზე ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ცნობისთვის: "ზზიპ’’ თაფლის გარდა თაფლიან წყალს, თაფლის ძმარს, ფუტკრის მტვერს და სხვა პროდუქტებს აწარმოებს. ამ ეტაპზე კი რამდენიმე ქარხანას, მათ შორის თაფლის ლაბორატორიას და ოთხ ფილიალს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები