მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველ მეზღვაურებს ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად $200 მლნ შემოაქვთ"

63f8bf6d31fb0
ელენე გოგბერაშვილი
25.02.23 19:37
1526
უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელი 2022 წელს 31%-ით გაიზარდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, ქვეყანაში დაახლოებით 17 000 რეგისტრირებული მეზღვაურია და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ამასთან, საქართველოს საზღვაო სექტორი ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. მსოფლიოს 72 ქვეყანა უკვე აღიარებს ქართულ სერტიფიკატებს, მათგან 20 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა.

„ქართველი მეზღვაურებით უკვე ინტერესდებიან პრემიუმ კლასის გემთმფლობელები, რადგან ჩვენს მიერ გაცემულ სერთიფიკატებს აღიარებს 72 დროშის სახელმწიფო. ჩვენ ვართ მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების კუთხით საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის თეთრ სიაში.

წინა წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, 31%-იანი ზრდა გვაქვს ქართველი მეზღვაურების დასაქმების მხრივ. 2012 წელს ჩვენ გვყავდა 8 000 აქტიური მეზღვაური, დღეს უკვე აქტიური საბუთებით გვყავს დაახლოებით 17 000 მეზღვაური. ესენი არიან სერვის ექსპორტიორები, რომლებიც ქვეყნის გარეთ ეწევიან სამსახურს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, ყველაზე კონერვატიული გათვლებით, 200 მლნ დოლარი შემოაქვთ ყოველწლიურად“,- აცხადებს თამარ იოსელიანი.

მისივე თქმით, სახელმწიფო საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს მეზღვაურთა განათლებასა და სერტიფიცირებაში. როგორც იოსელიანი ამბობს, მხოლოდ ინფრასტრუქტურაში მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში 30 მლნ ლარის ინვესტირება მოახდინა.

„2022 წელს გავიარეთ ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აუდიტი და ამ მიმართულებით სახელმწიფო ძალიან დიდ ინვესტიციას დებს როგორც განათლების, ისე სერტიფიცირების მიმართულებით. უნდა ითქვას, რომ საზღვაო აკადემიაში 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით 30 მლნ ლარის ინვესტიცია მოხდა მხოლოდ ინფრასტრუქტურაში იმისათვის, რომ სიმულატორები და აღჭურვილობა იყოს საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისი და პროფესორ-მასწავლებლების, თუ მომსახურე პერსონალის გადამზადება მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“,-განაცხადა თამარ იოსელიანმა BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები