მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველებისთვის თურქეთიც კი ვეღარ განიხილება ბიუჯეტურ მიმართულებად " - "ვოიაჟერ 365“

62a859c7d6c38
მარიამ ადამია
15.06.22 09:45
2071
ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალურმა მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” გაძვირებულ მოგზაურობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ავიაბილეთებსა და სასტუმროებზე ღირებულება იმდენად გაზრდილია, რომ ქართველებისთვის ყველაზე მოთხოვნადი და ბიუჯეტური მიმართულება - თურქეთი - წელს აღარაა ბიუჯეტური.

"თურქეთში ფასები, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა", - თქვა მან და იქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად გაზრდილი მაჩვენებლებისა, მოთხოვნა მაინც მაღალია.

“მიმდინარე სეზონზე მოთხოვნა იმაზე მაღალია, ვიდრე პანდემიამდე იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაკეტილობისა და კოვიდ-რეგულაციების გამო, მოსახლეობა მონატრებულია მოგზაურობას, ამიტომაც წელს, 2019 წელთან შედარებით, მოგზაურობაზე მოთხოვნა, დაახლოებით, 70-75%-ითაა გაზრდილი", - განაცხადა გოგა ქუცნიაშვილმა.

რაც შეეხება მიმართულებებს, ტურისტული კომპანია "ვოიაჟერ 365"-ის გენერალური მენეჯერის თქმით, ისეთი TOP- მიმართულებები, რომლებიც პანდემიამდე აქტუალური იყო, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, რადგან მოთხოვნა ყველა მიმართულებაზე გაზრდილია.

"გარდა ამისა, ქართველებმა ზამთრის სეზონის დაგეგმვაც კი დაიწყეს და მაგალითად, საახალწლოდ, ლაპლანდიის ტურს ახლა ყიდულობენ", - აღნიშნა მან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები