მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქუთაისის "ტორპედო" არ არის ერთჯერადი პროექტი, ჩვენ სისტემას ვაწყობთ” – დავით კერესელიძე

63e782ee8f7c9
ალა ისპირიანი
12.02.23 22:00
1383
ქუთაისის "ტორპედოს", რომლის მფლობელიც „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ 2021 წელს გახდა, დიდი გეგმები აქვს. როგორც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე დავით კერესელიძემ გადაცემა #BMGDRIVE-ში განმარტა, ეს ერთჯერადი პროექტი არ არის, - „ჩვენ სისტემას ვაწყობთ,”- თქვა მან.

კერესელიძის განცხადებით, ქუთაისის ტორპედო ისეთ გუნდად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც რეგიონის განვითარებაში წვლილს შეიტანს.

„გვჯერა, რომ ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის, შესაძლებელია ფეხბურთმა გარკვეული როლი შეასრულოს. ეს არ არის ჩვენი მხრიდან ერთჯერადი აქცია ტორპედოს დახმარების, რეალურად ბევრ სხვა პროექტთან ერთად რომელიც ფეხბურთის მიმართულებით დავიწყეთ, სისტემას ვაწყობთ. სპორტის ფაკულტეტიც ჩამოვაყალიბეთ. ამ პროცესში სრულად უცხოელი კოლეგები ჩავრთეთ და მათ გამოცდილებას ვიზიარებთ. ეს არის სპორტის მეცნიერებების ფაკულტეტი. ვცდილობთ ფეხბურთიდან გამომდინარე ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება სწორი დაგეგმვის და განხორციელების შედეგად შედეგები ყველასთვის მისაღები და საინტერესო იყოს. ბევრი ადამიანი ცხოვრობს ფეხბურთით და "ნიუ ვიჟენის“ სახელით და „ტორპედოს“ ბრენდის სახელით ვაპირებთ მუშაობას.

არ ვიცი სამ-ხუთ წელიწადში მოხდება, თუ მეტი დრო დაჭირდება, „ტორპედოს“ უნდა ჩამოყალიბდეს თვითკმარ კლუბად, რომელიც უნდა იყოს შემდგარი და რეგიონის განვითარებაში წვლილი შეჰქონდეს. მის გარშემო ჩვენ გარკვეული ინფრასტრუქტურის შექმნასაც ვაპირებთ. საწყის ეტაპზე ბუნებრივი გარკვეული კაპიტალ დაბანდებები იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენ ველით რომ სწორი მენეჯმენტის პირობებში ეს გაამართლებს“, - ამბობს დავით კერესელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები