მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რასაც 1 თვეში ვამზადებდით, ახლა 5 დღეში დავამზადებთ" - LGG-მ ახალი საწარმო გახსნა

629f0d71e15a4
მარიამ იზორია
07.06.22 09:00
4023
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, აივნის მოაჯირების, აბაზანის სისტემის და მინის მწარმოებელი კომპანია LGG 6 მლნ ლარის ინვესტიციით წეროვანში ახალ მინის საწარმოს ხსნის.

როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ზურა გიორგაძემ განუცხადა, საწარმოში ისეთი ფორმატის შუშას დაამზადებენ, რომელიც აქამდე საქართველოში არ მზადდებოდა და მხოლოდ იმპორტს ახორციელებდნენ. მისივე თქმით, კომპანია ახალი საწარმოს ხარჯზე წარმადობას 6-ჯერ გაზრდის და თვეში 25 000 კვადრატული მინის დამზადებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ LGG-ის ახალმა საწარმომ 14 ადგილობრივი დაასაქმა.

„წეროვანში ახალი მინის საწარმო ავაშენეთ, რომელიც იმ ფორმატის შუშას ამზადებს, რომელიც აქამდე საქართველოში არ იწარმოებოდა და მხოლოდ იმპორტს ახორციელებდნენ. ახალი საწარმოს ხარჯზე იმ რაოდენობას, რასაც ერთ თვეში ვამზადებდით, 5 დღეში დავამზადებთ და თვეში 25 000 კვადრატულ მინას ვაწარმოებთ.

ახალი საწარმოს პირობებში მთავარი გამოწვევა, რასაც წავაწყდით კადრებია. საქართველოში ამ მიმართულებით სპეციალისტები არ გვყავს, შესაბამისად, ჩვენ გადავამზადეთ“ - ამბობს ის.

კომპანია LGG, რომელიც ამ დროისთვის 90 ადამიანს ასაქმებს, ბაზარზე 20 წელია ოპერირებს. კომპანიას მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის სასტუმრო ჰილტონი, კას ლენდის ეკოტურისტული სივრცე და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები