მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რიცხვები საგანგაშოა, თუმცა შეგვიძლია პიკი არ მივიღოთ" - ეკატერინე ტიკარაძე

6093bbabd8bfe
ინგა მურუსიძე
06.05.21 13:59
571
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის კუთხით რიცხვები საგანგაშოა, ამიტომ საჭიროა, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომ პიკი არ მივიღოთ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, აუცილებელია, ნიღბების გამოყენება და სოციალური დისტანცირება. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მოწოდებების შედეგად, დღეისთვის ნიღბის ტარების მაჩვენებელი გაზრდილია 75%-მდე, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ ის სულ მცირე 95%-მდე გაიზარდოს.

"ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით საბჭო მოგვიანებით იმსჯელებს, თუმცა ამასთან მიმართებითაც გვაქვს გარკვეული ხედვები და მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ხელი შევუწყოთ პრევენციას, რომ არ მივმართოთ რადიკალურ ზომებს. ინფიცირების იმ რიცხვებით, რაც გვაქვს, პიკური მაჩვენებლები მოსალოდნელია მაისის შუა რიცხვებში, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ საზოგადოება და სახელმწიფო ერთიანად იმოქმედებენ, რომ მოხდეს ინფექციის დროული შეკავება, გვაქვს რესურსი, რომ არ მივიღოთ პიკური მაჩვენებელი და დღეს არსებული მონაცემებით, შევძლოთ ვირუსის პროცესის დროში თავისი რიცხობრიობით მართვა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

6 მაისის სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 317719 , ბოლო 24 საათში - 1806
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 297676 , ბოლო 24 საათში - 1144
მათ შორის გარდაცვლილი - 4227 , ბოლო 24 საათში - 20
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 28180, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14324, PCR ტესტით - 13856
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,41%, ბოლო 14 დღის - 5,51%, ბოლო 7 დღის - 6,59%
სულ აცრილია - 51600, დღიურად აცრილია - 3651
კარანტინის რეჟიმში - 72
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4287
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 759.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები