მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რითეილ სექტორთან თანამშრომლობას ბევრი ბარიერი აქვს... ბარიერებს ფინანსური სახე აქვთ" - ადგილობრივი წარმოება

640ee27678286
მარიამ იზორია
13.03.23 21:00
592
სუნელ-სანელებლების მწარმოებელი კომპანია „იგოეთის“ დირექტორი BM.GE-სთან იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს ქართულ ბაზარზე ხვდებათ. ვაჟა ილურიძის თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა პროდუქციის შექმნის შემდეგ, რითეილ სექტორთან თანამშრომლობაა.

„რითეილ სექტორთან თანამშრომლობაში ბევრი ბარიერი გვაქვს, ამ ბარიერებს აქვთ ძირითადად ფინანსური სახე - ბონუსების, რეტრობონუსების, ქეშბექების, ლისტინგების სახით. მეწარმეებს, განსაკუთრებით კი მცირე, საშუალო მეწარმეებს და თანაც დამწყებებს, უჭირთ ამ ყველაფრის გათვალისწინება. ხარჯი, რომელსაც რითეილ სექტორი აწესებს პროდუქტის თვითღირებულებაზე აისახება, შედეგად პროდუქცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობას კარგავს“ - აღნიშნავს ის.

ვაჟა ილურიძე იმასაც ამბობს, რომ საქართველოს ბაზარზე რითეილებთან გართულებული ურთიერთობის გამო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას, საკუთარი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე საერთოდ აღარ გაყიდონ და მხოლოდ ექსპორტზე გაიტანონ.

„ქართულ კომპანიებს ბევრად უფრო უადვილდებათ იმ ბაზრის მოძიება, რომელიც კარგ ხარისხს აფასებს და თანხასაც იხდის. გულდასაწყვეტი იქნება თუ ქართულ პროდუქციას ქართველი მომხმარებელი ვერ დააგემოვნებს“ - ამბობს „იგოეთის“ კომერციული დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები