მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რობოტების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია KUKA საქართველოში სკოლის შექმნით ინტერესდება" - ბარდაველიძე

627f8737d2ff0
სალომე ჭიპაშვილი
14.05.22 18:19
1668
საწარმოო რობოტების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია KUKA საქართველოში სკოლის შექმნით ინტერესდება. აღნიშნულ საკითხზე ცხოველების ავეჯის მწარმოებელი Georgian Products-ის დამფუძნებელმა ხელმძღვანელმა დავით ბარდაველიძემ BMG Drive-ში ისაუბრა.

"KUKA-სგან უკვე არის ინტერესი, რომ საქართველოში შექმნას სკოლა, სადაც კადრები მომზადება მოხდება. შემდგომ ისინი მოემსახურებიან კომპანიის ტექნოლოგიებს მთელი რეგიონის მასშტაბით", - ამბობს ბარდაველიძე.

შინაური ცხოველების ავეჯის ქართულმა მწარმოებელმა Georgian Products-მა, წარმოების პროცესში რობოტების გამოყენება 2022 წლიდან დაიწყო. საუბარია ინოვაციური გერმანული კომპანია KUKA-ს რობოტებზე, რომელიც სპეციალურად Georgian Products-ისთვის შეიქმნა. 

„თითქმის მთელი გერმანიის მანქანათმშენებლობა ამ კომპანიის რობოტებით არის ეკიპირებული. KUKA-ს რობოტები ცხოველების ავეჯის ინდუსტრიაში, არამხოლოდ საქართველოში და მთელს რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში პირველად შემოვიდა, რადგან ეს რობოტები ჩვენთვის შეიქმნა და ხუთწლიანი ექსკლუზივიც გვაქვს“, - განაცხადა bm.ge-სთან საუბარში Georgian Products-ის დამფუძნებელმა.

კომპანიაში KUKA-ს რობოტი ბაბინებზე სპეციალურ თოკს ახვევს, რითიც 24 საათში 50 ადამიანს შრომატევად საქმეს ანაცვლებს. დავით ბარდაველიძე ამბობს, რომ ეს მათ წარმადობის გაზრდის საშუალებას აძლევს.

ცნობისთვის: Georgian products-ი ქართული კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ცხოველების ავეჯს, სათამაშოებსა და საკვებს აწარმოებს. პროდუქცია ექსპორტზე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ კომპანიამ მარტო 2021 წელს 90 მლნ ლარის ექსპორტი განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები