მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდესაც მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებაზე ვსაუბრობთ, ექთნების კატეგორიზაციაც უნდა არსებობდეს" - მახარაშვილი

62e82a980a027
ალა ისპირიანი
01.08.22 23:51
1136
პირველი აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდა.

“სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორის თქმით, გარკვეული ტიპის განყოფილებებში აღნიშნული სისტემის განხორციელება რთული იქნება. როგორც მაია მახარაშვილმა "საქმის კურსში" განაცხადა, მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებასთან ერთად ექთნების კატეგორიზაციაც უნდა არსებობდეს.

„მინიმალური საათობრივი სტანდარტი თბილისში არსებულ კლინიკებში, ინტენსიური მოვლის ჯგუფებში, წესით პრობლემა არ უნდა იყოს. მაგრამ, ძალიან რთულია საათობრივი ანაზღაურება იმ განყოფილებებში განსაზღვრო, სადაც შემოსავალი და დაფინანსება შემთხვევაზეა მიბმული. აქ საათების აღრიცხვიანობა გართულებულია. როდესაც ჩვენ მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებაზე ვსაუბრობთ, მაშინ ექთნების კატეგორიზაცია უნდა არსებობდეს", - ამბობს იგი.

რაც შეეხება კითხვას - აღნიშნული სისტემის საყოველთაო ჯანდაცვასთან მიბმა თუ არის შესაძლებელი, ის ამბობს, რომ ცალკეულ განყოფილებებში კი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მინიმალური ანაზღაურების სისტემა იგივე იქნება, რაც ცოტა ხნის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაინერგა. მისივე თქმით, მინიმალური ხელფასი კერძო კლინიკებში DRG-სთან ერთად ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები