მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება, დღეში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება"

61646e27d9989
თამთა ჯიჯავაძე
11.10.21 21:05
813
როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება, დღეში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე.

„იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, თან საუკეთესო ვაქცინები და როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ცენტრები, ავტობუსები, მობილური ბრიგადები, კარდაკარ სიარული, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე“, - განაცხადა მან.

ამასთან, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება. „ჩვენ, რომ გვქონდეს ვაქცინაციის ის დონე, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ამერიკას, აზიის განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენთან სიკვდილიანობა დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა. უცნაური სიტუაციაა შექმნილი, ერთი მხრივ თითქოს ყველა წუხს საქართველოსთვის გარდაცვალების მაღალ მაჩვენებლებზე, და არავინ, მხედველობაში მაქვს მოსახლეობა, არაფერს აკეთებს ამისთვის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეში 30-40 ათასი ვაქცინა გაკეთდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები