მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რონიკო", "ართთაიმი", "სილქროუდ ენერჯიანინგი", "ფარმარეა" - კონკურენციის სააგენტო კომპანიების კონცენტრაციების საკითხებს სწავლობს

6436611a22a4c
ინგა მურუსიძე
12.04.23 11:43
994
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის (შერწყმა) კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის 3 საქმეს სწავლობს. საქმე ეხება - „რონიკოს“ მიერ „ართთაიმის“ 100%-იანი წილის, „სილქ როუდ ენჯინიარინგის“ მიერ „ფარმარეას“ 100%-იანი წილის და ფ/პ თემურ ბოლქვაძის მიერ „ლეგომეტალის“ 100%-იანი წილის შეძენას.

ცნობისთვის, როგორც bm.ge-მ მოიძია, სამივე ტრანზაქცია გასული წლის შემოდგომაზე განხორციელდა. საჯარო რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია „რონიკოს“ მიერ 2.5 მლნ ლარად „ართთაიმის“ 100%-იანი წილის შეძენაზე, „სილქ როუდ ენჯინიარინგის მიერ და „ფარმარეას“ 100%-იანი წილის შეძენაზე 700 000 ლარიან გარიგებასა და თემურ ბოლქვაძის მიერ „ლეგომეტალის“ 100%-იანი წილის შეძენაზე. ამ გარიგების ღირებულება 300 ათას ლარს შეადგენდა.
 
როგორც კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, 2022 წლის მე-4 კვარტლის მონიტორინგისას დადგინდა სააგენტოსთვის შეუტყობინებლად - აქსესუარების და ფუფუნების საგნებით მოვაჭრე სექტორში, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის იმპორტის და რეალიზაციის სფეროში, შავი და ფერადი ლითონებით ვაჭრობის ბაზრებზე კონცენტრაციის შემთხვევები.

„შემსყიდველი ეკონომიკური აგენტების მიმართ გამოყენებული იქნა საჯარიმო სანქციები და კონცენტრაციის დადასტურების თაობაზე სააგენტოში შესაბამისი განცხადების შემოტანა დაევალათ.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ - არაუგვიანეს, 2023 წლის 19 აპრილისა, სააგენტოს ელ. ფოსტაზე.

აქვე აღსანიშნია, რომ წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია. ჯარიმის დაკისრება, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს შეტყობინების წარმოდგენისგან არ ათავისუფლებს.

სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარით არის განსაზღვრული“, - განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში.

2022 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 20 639 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 6 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აქედან, 2 გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები